About NESVI
წლების წინ, ნოტლანდია იყო იდეალური მუსიკალური სამყარო — ჰარმონიული, ცოცხალი, სადაც ბავშვების ემოციები მუსიკაში გარდაიქმნებოდა.
მაგრამ ერთ დღეს, დისჰარმონიის დიდი ბზარი გაჩნდა.
ეს ბზარი წარმოიშვა რეალურ სამყაროში , როცა ბავშვებმა თანდათან დაიწყეს ემოციების ჩახშობა, შიშების არ გამოხატვა, ეკრანებზე, ინტერნეტში გაქცევა და ნელ-ნელა მუსიკის და ზღაპრების დავიწყება.
ამ ბზარიდან გაჩნდა ბნელი ძალა — დისა (დისჰარმონიის არსება), რომელიც ფრთხილად იწყებს ნოტლანდიის შიგნიდან დაშლას. დიშა არ ანგრევს — ის უბრალოდ ართმევს სამყაროს მელოდიას..